Friday, March 18, 2016

სასწავლო პროექტი

 

  სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნატალია გოგოძე
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ლაილაშის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
მათემატიკური მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში
თემის შინაარსი
  იდეის არჩევის ძირითადი მიზანია მოსწავლეებმა გაანალიზონ და შეაფასონ სიმეტრიის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოიძიონ ცნობილ მეცნიერთა გამონათქვამები სიმეტრიის შესახებ. წარმოადგინონ სიმეტრიის მაგალითები ხელოვნებაში, ბუნებაში, არქიტექტურაში. მსჯელობენ ამ ცნების საყოფაცხოვრებო გაგებასა და მათემატიკურ მნიშვნელობას შორის კავშირზე.
  პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები უფრო ღრმად შეისწავლიან სიმეტრიის სახეებს: ცენტრულ და ღერძულ სიმეტრიებს, აგრეთვე გაეცნობიან სიმეტრიის გამოყენების სხვადასხვა შემთხვევებს.
საგანი
მათემატიკა
დონე/კლასი  
დონე-3, კლასი-X.
განხორციელების დროის ჩარჩო
2 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მათ.X.5. მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე ამოცანების ამოხსნა.
მათ.X.11. მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა.
მათ.X.12. მოსწავლეს შეუძლია სიბრტყეზე გეომეტრიული გარდაქმნების კვლევა და მათი გამოყენება გეომეტრიული ამოცანების ამოხსნისას.
  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
. დროის და სამუშაოს დატვირთვის ეფექტური განკარგვა.
. ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა.
.ინფორმაციის ეფექტურად მოპოვება, შეფასება და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
. საღი მსჯელობა და აღქმა.
. ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება.
. აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობით თუ სიტყვიერი ფორმით.


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
. ხაზავენ მოცემული ფიგურის სიმეტრიულ ფიგურას არჩეული სიმეტრიის ღერძის მიმართ.
. ასახელებენ მოცემული წერტილის სიმეტრიული წერტილის კოორდინატებს ცენტრული და ღერძული სიმეტრიის დროს.
. შეუძლიათ მოახდინონ მოცემული ფიგურის პარალელური გადატანა.
. პოეზიის ნიმუშებში ან ილუსტრაციებში, სხვადასხვა დანიშნულების საგნებში, ასახელებენ ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს ან მათ ნაწილებს.
. შეძლებენ სიმეტრიის გამოყენების მნიშვნელობის შეფასებას ბუნებაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, მათემატიკაში.
.მოიძიებენ მასალებს, მოაწყობენ ნამუშევრების პრეზენტაციას, შექმნიან ნახატებს, ნახაზებს და წარმოადგენენ მათ მიერ დამზადებულ მოდელებს.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ გვეხმარება მათემატიკა მშვენიერების აღქმაში?
თემატური კითხვები

1.რას შეგვიძლია შევადაროთ სიმეტრია?
2.სად შეიძლება გამოვიყენოთ სიმეტრია?
3.როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მათემატიკა ხელოვნებაში, ბუნებაში, არქიტექტურაში?
შინაარსობრივი კითხვები

1.სიტყვა ,,სიმეტრია’’ როგორი წარმოშობის სიტყვაა და რა მნიშვნელობით იხმარება კიდევ?
2.რას ეწოდება წერტილის მიმართ სიმეტრია?
3.რას ეწოდება წრფის მიმართ სიმეტრია?
4.რას ეწოდება წერტილის (წრფის) მიმართ სიმეტრიული ფიგურა?
5.ცენტრული და ღერძული სიმეტრიები არის თუ არა გადაადგილებები?
6.გადაადგილების დროს იცვლება თუ არა წერტილებს შორის მანძილი?
7.დავასახელოთ ბრტყელი ფიგურები რომელთაც არა აქვს სიმეტრიის ღერძი, აქვს ერთი სიმეტრიის ღერძი, აქვს უამრავი სიმეტრიის ღერძი?
8.დავასახელოთ სიმეტრიული საგნები, რომელთაც ჩვენს ირგვლივ ვხედავთ?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










გონებრივი იერიში
ვ-მ-ვ
ჩანაწერების დღიურის გაკეთება
გამოკითხვა
მოსწავლეების ნამუშევრების შემოწმება
ვ-მ-ვ
თვით-შეფასება

პრეზენტაციის რუბრიკა
ვ-მ-ვ
პროექტის პრეზენტაცია
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
მოსწავლეთა შესაფასებლად მთელი პროექტის განმავლობაში გამოვიყენებ შეკითხვების დასმას რათა შემოწმდეს მოსწავლის აზროვნება და მიეცეს ანალიზის შესაძლებლობა. დღიურებში ჩანაწერების გაკეთება ხელს შემიწყობს თვალი მივადევნო თითოეული მოსწავლის საჭიროებებს ასევე განვსაზღვრო რამდენად კარგად ესმით მოსწავლეებს გარკვეული საკითხები და ხელი შევუწყო მათ ამ საკითხების უკეთ გააზრებაში. პროექტის და პრეზენტაციის შესაფასებლად მოსწავლეებს დავურიგებ შეფასების რუბრიკებს.
საბაზისო უნარ-ჩვევები
. ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების გამოცდილება
.Word-ში მუშაობის გამოცდილება
. ელექტრონული პრეზენტაციების და საგამომცემლო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
სასწავლო პროცედურები
I დღე
   პროექტზე მუშაობას ზოგადი შეკითხვით დავიწყებ „როგორ გვეხმარება მათემატიკა მშვენიერების აღქმაში ?’’
გამოვიყენებ გონებრივი იერიშის სტრატეგიას. მოვისმენ და ჩავინიშნავ მოსწავლეთა პასუხებს ამის შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ დავალება აღმოაჩინონ სიმეტრიის ნიმუშები მათ გარშემო, ასევე ხელოვნების ნიმუშებში, არქიტექტურაში, ლიტერატურაში, ბუნებაში. ამისათვის უნდა მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტით და შეაგროვონ სურათები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
II-III-IV-V დღე
  შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს დავუსვამ თემატურ შეკითხვებს:
1)       რას შეგვიძლია შევადაროთ სიმეტრია?
2)       სად შეიძლება გამოვიყენოთ სიმეტრია?
3)       როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მათემატიკა  ხელოვნებაში- ბუნებაში, არქიტექტურაში?
    მოვისმენ მოსწავლეთა პასუხებს და კომენტარებს და ვთხოვ კომენტარები სამუშაო ჟურნალში ჩაინიშნონ. ამის შემდეგ დავავალებ მოსწავლეებს შეისწავლონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიმეტრია ზოგიერთი პროფესიული საქმიანობისათვის და რა გავლენას ახდენს სიმეტრიის ცოდნა სამუშაოს ეფექტურად შესრულებაზე.
   მოსწავლეები სანამ ამ დავალებას შეასრულებენ, მანამდე მოვაწყობთ დისკუსიას ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზების შესახებ. მოსწავლეებს ვთხოვ განიხილონ ინფორმაციის მოძიების სხვადასხვა გზები და საშუალებები, კითხვებზე პასუხის გასაცემად. განვიხილავთ ყველა ჩამონათვალს და ხაზგასმით აღვნიშნავთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოძიების სხვადასხვა ხერხის გამოყენება, რათა პროექტი იყოს რეალისტური და მოსწავლე ამ საკითხზე ღებულობდეს სიღრმისეულ ცოდნას.
VI-VII-VIII დღე
  შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა ამოხსნან პრაქტიკული სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანები. ხოლო მიღებული შედეგის საფუძველზე გააკეთონ დასკვნები, თუ როგორ აისახება მოცემული ამოცანები მათ ცხოვრებაში და რამდენად მნიშვნელოვანია ის.
   მოსწავლეების მიერ სხვადასხვა დარგებში სიმეტრიის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოგროვების და ორგანიზების შემდეგ ისინი შეძლებენ ზოგად კითხვაზე პასუხის გაცემას:  როგორ გვეხმარება მათემატიკა მშვენიერების აღქმაში.

 IX-X  დღე
კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად თითოეულ ჯგუფს დაევალება აირჩიონ სხვადასხვა პროფესიები და ცხოვრების რეალობასთან პარალელები გაავლონ. მოსწავლეებმა უნდა მოახდინონ ნამუშევრების დემონსტრირება. გადაიღონ სურათები რაც გამოადგებათ პრეზენტაციის მომზადების დროს.
   XI-XII-XIII დღეები
    ბოლოს ევალებათ თითოეულმა ჯგუფმა გააკეთოს პრეზენტაცია
  I ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას:  სიმეტრია პოეზიასა და არქიტექტურაში
 II ჯგუფი-  სიმეტრია ბუნებაში
III ჯგუფი- სიმეტრია მათემატიკაში
   აქვე მოსწავლეებს ურიგდებათ პრეზენტაციის რუბრიკა. მოსწავლეები გაეცნობიან პრეზენტაციის მოთხოვნებს.
XIV დღე- ბოლო დღეს მოეწყობა დისკუსია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს. მოხდება თვითშეფასება.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
მივცემ განსხვავებულ დავალებებს,მივცემ უფლებას გააკეთოს ჩანაწერები.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)



მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
გაუწევს პროექტის მსვლელობას მონიტორინგს,იქნება პრეზენტატორი.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD player
 ინტერნეტ კავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტ ძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
     Word- ის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



No comments:

Post a Comment